ესპანეთის სასამართლომ ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა. ის კლუბ „ბარსელონაში“ მის გადასვლას ეხება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც ესპანეთის სასამართლოს წინა განაჩენი გაასაჩივრა. ნეიმარი ესპანურ კლუბ „ბარსელონაში“ 2013 წელს გადავიდა. მაშინ „ბარსელონამ“ განაცხადა. რომ ბრაზილიელში 57 მილიონი ევრო გადაიხადა. ამასთანავე ბრაზილიურმა კომპანია DIS-მა, რომელსაც ნეიმარის ტრანსფერის 40% ეკუთვნის, განაცხადა, რომ ფეხბურთელში რეალურად გაცილებით მეტია გადახდილი და კომპანიას რამდენიმე მილიონი ევრო დააკლდა. კომპანია DIS-ი, ნეიმარს, ასევე ბრაზილიური კლუბ „სანტოსის“ და ესპანური „ბარსელონას“ მაშინდელ ხელმძღვანელობას თაღლითობაში ადანაშაულებს. ივლისში სასამართლომ ნეიმარის ტრანსფერში დარღვევები აღიარა, მაგრამ განაჩენის მიხედვით, ეს სამოქალაქო, და არა სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები