ხატია დეკანოიძემ „კანონიერ ქურდებს“ სტალინის და საბჭოთა ეპოქის მახინჯი მემკვიდრეობა უწოდა

უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ „ქურდულ სამყაროს“ სტალინის და ბოლშევიკების მახინჯი მემკვიდრეობა უწოდა.
დეკანოიძე რადის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც უკრაინის სამართლებრივ საკითხებში კანონმდებლობის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.
„კანონიერი ქურდები“ – საბჭოთა კონცეფციაა. ეს არ არის ევროპული კონცეფცია. „ქურდული სამყარო” სტალინის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლის მიზანიც ქუჩებში და ციხეებში კრიმინოგენული სიტუაციის გაკონტროლება იყო“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, „საქართველოში “ქურდულ სამყაროსთან” საბრძოლველად სპეციალური კანონი იყო მიღებული, რომელიც მასთან კავშირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის 2016 წლის მაისში უკრაინის უმაღლესმა რადამ არ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსში „კანონიერი ქურდის“ ცნება უნდა დამკვიდრებულიყო.
newsru.com-ის ინფორმაციით, ბოლო დრომდე „კანონიერი ქურდების“ უმეტესობა საქართველოსა და რუსეთში იმყოფებოდა. თუმცა ბოლო დროს სისხლის სამართლებრივი დევნის გამკაცრების გამო, მათი დიდი ნაწილი უკრაინაში წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები