ერაყში პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ტიკრიტში პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. პოლიციამ სამი ტერორისტი გაანადგურა. ორმხრივი სროლის დროს 23-მდე ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები