რუმინეთში მიწისძვრა მოხდა – ბიძგები უკრაინაშიც იგრძნობოდა

რუმინეთში წუხელ ღამით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ რუმინეთის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები უკრაინაში და მოლდავეთშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ვრანჩას რაიონში მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიმდინარე წელს რუმინეთში 4 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები