პაკისტანი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანელი და რუსი სამხედროები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წვრთნები პაკისტანის ტერიტორიაზე ჩატარდება, ამისთვის იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ.
პაკისტანელი ექსპერტების აზრით, რუსეთთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება ინდოეთსა და აშშ-ს შორის დაახლოების საპასუხოდ ხდება. ინდოეთთან პაკისტანს მუდმივი კონფლიქტი აქვს ქაშმირის შტატში, სადაც მუსლიმან მოსახლეობას და ინდოეთის სახელისუფლო ძალებს შორის ხშირად შეტაკებები ხდება. დელი პაკისტანს ადგილობრივი ექსტრემისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები