აშშ-ის ქალაქ ბერლინგტონში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ბერლინგტონის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სამივე დაღუპული ქალია.
ერთ-ერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სავაჭრო ცენტრის “Cascade Mall”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციას ალყა აქვს შემორტყმული. ამჟამად ბოროტმოქმედის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
პოლიცია ეჭვობს, რომ თავდამსხმელი მარტო იყო. უკვე გამოქვეყნდა მისი ფოტო. თავდასხმის მოტივები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები