პუტინმა სახელმწიფო დუმის პირველი სხდომა 5 ოქტომბრისთვის დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის პირველი სხდომა 5 ოქტომბრისთვის დანიშნა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. სხდომა მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა თანამდებობა დატოვა. ის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
დუმის ახალ სპიკერად ვაიჩესლავ ვოლოდინის დანიშვნა იგეგმება, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
დუმის არჩევნები რუსეთში 18 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ედინაია როსიამ“ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები