სოფელ დიღომში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

თბილისში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიღომში მოხდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეხის დაცემის შესახებ შეტყობინება ძლიერი წვიმის დროს შევიდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სამაშველო სამსახურის ჩარევა საჭირო არ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები