გორში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მათ დახმარება სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა გაუწიეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები