ევროკავშირი კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კანადასთან უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ამასთანავე, აშშ-სთან ანალოგიური შეთანხმების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
კანადასთან ამ შეთანხმების გაფორმება 27 ოქტომბერს, ბრიუსელში კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტის დროს იგეგმება. მანამდე კი, 18 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
აშშ-სთან და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროპული ქვეყნების პროფკავშირები და ეკოლოგიური ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ბიზნესში „გადარჩენისთვის ბრძოლას“ გამოიწვევს.
„მწვანეები“ ევროპაში ეკოლოგიურ მდგომარეობას გაუარესების საფრთხეზე საუბრობენ, ვინაიდან თავისუფალი ვაჭრობა ევროპის ქვეყნების მთავრობებზე მსხვილი ბიზნესის ზეწოლას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები