მოსკოვში ლიფტის ჩავარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის ერთ-ერთ მშენებარე სახლში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია შენოგინის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ლიფტის ტროსი იმ დროს გაწყდა, როდესაც ის მე-19 სართულზე იყო გაჩერებული. ამ დროს კაბინაში ხუთი მუშა იმყოფებოდა. ზედამხედველობის უწყების ინფორმაციით, საუბარია სატვირთო ლიფტზე, რომლითაც სამშენებლო სამუშაოების დროს მუშები გადაადგილდებიან.
​ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები