თურქეთში ცნობილ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თურქეთში ცნობილ ჟურნალისტს, აჰმედ ალთანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა „Sabah“ იუწყება. ჟურნალისტი 10 სექტემბერს ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
აჰმედ ალთანის დაკავების მიზეზი „ტელევიზიის ეთერით გაკეთებული „ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები“ გახდა. თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის ვადაც 20 ოქტომბერს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები