ტერაქტის შედეგად ტაილანდში პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა

Military personnel inspect the site of a bomb attack at Krong Pinang District district in the troubled southern province of Yala, Thailand, September 23, 2016. REUTERS/Surapan Boonthanom

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. პოლიციელებზე თავდასხმა მუსლიმანმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. თავდაპირველად მათ გზის პირას დამონტაჟებული ნაღმი ააფეთქეს, ხოლო შემდეგ პოლიციელებს გაუხსნეს ცეცხლი. დაახლოებით ერთი თვის წინ აფეთქებები ტაილანდის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მოხდა, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ათობით ადამიანი. ტაილანდის სამხრეთ ნაწილში 2004 წლიდან მუსლიმანი ტერორისტების მიერ ორგანიზებული ტერაქტების შედეგად 6 500 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები