ალეპოს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა

სირიის სამთავრობო ძალების ავიაციის მიერ ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, ავიადარტყმებში ასადის ძალების გარდა რუსული საბრძოლო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ალეპოზე 150 ავიადარტყმა განხორციელდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ ფოსფორის ბომბები გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები