კერიმ და ლავროვმა სირიასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გამართულ მოლაპარაკებაზე სირიასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
შეხვედრაში ევროკავშირის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დიპლომატებიც მონაწილეობდნენ.
სირიასთან დაკავშირებით გაეროს სპეცწარმომადგენელმა, სტაფან დე მისტურამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი, მტკივნეული და უშედეგო.
ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთმა და სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებები და ოპოზიციის დაბომბვა უნდა შეწყვიტონ. ლავროვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ოპოზიციამაც  უნდა შეწყვიტოს ცეცხლი.
ბოლო სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც ლავროვმა და კერიმ 9 სექტემბერს მოაწერეს ხელი, რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა. საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალები დაბომბა, ხოლო შემდეგ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ალეპოში მიმავალი ჰუმანიტარული კონვოი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები