პუტინმა რუსეთში საკურორტო გადასახადი შემოიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საკურორტო გადასახადი შემოიღო. ამ გადასახადისგან ბიუჯეტში შესული თანხები ტურისტული სფეროს განვითარებას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.
შესაბამისი დავალება პუტინმა რუსეთის მთავრობას მისცა. ეს ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გააჟღერა.
საკურორტო გადასახადს რუსეთის მოქალაქეები გადაიხდიან სხვადასხვა კურორტზე დასვენების დროს. მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
საკურორტო გადასახადი რუსეთში 1991-2004 წლებში არსებობდა. მისი ზღვრული ოდენობა მინიმალური თვიური ხელფასის 5%-ს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები