თურქეთის ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიჭრა

სირიის ტერიტორიიდან თურქეთის ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი’ იუწყება.
ეს პირველი შეტევაა თურქეთის მოსაზღვრე ქალაქზე მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ, რათა ეს ტერიტორია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლოს. ყველა დაჭრილი სირიის მოქალაქეა.
კილისი სირიიდან თურქეთში გადასული მრავალი დევნილისთვის თავშესაფარი გახდა. ექიმების თქმით, რამდენიმე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„როიტერის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები