ბაშარ ასადმა აშშ სირიის სამთავრობო ძალების განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა აშშ ქალაქ დეირ-ეზ-ზორის მახლობლად სირიის სამთავრობო ძალების განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ასადმა სააგენტო “ასოშიეტედ პრესს’ განუცხადა.
შეერთებული შტატების სამხედროებმა მანამდე განაცხადეს, რომ სირიის სამხედროები შეცდომით დაბომბეს.
ასადმა აღნიშნა, რომ შეტევა სირიელ სამხედროებზე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც შეცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს. „ერთი საათის განმავლობაში ადამიანი შეცდომას არ უშვებს“ – განაცხადა მან.
სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები კოალიციის ავიაციამ შაბათს დაბომბა. ამის შედეგად ათობით სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაბომბილი პოზიციები „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები