თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 103 სამიზნე გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 103 სამიზნე გაანადგურეს. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სამიზნეებს ცეცხლი არტილერიამ და სარაკეტო დანადგარებმა გაუხსნეს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია „ევფრატეს ფარის“ დაწყების შემდეგ საერთო ჯამში ისლამისტების 927 მიზანი იყო განადგურებული.
„ევფრატეს ფარი“ ერთი თვის წინ დაიწყო. თურქეთის არმიის დახმარებით სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჯერაბლუსი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს.
ბოლო დღეებში ისლამისტებისგან 900 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაა გათავისუფლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები