პაატა ბურჭულაძის პარტია მარტვილის ახალგაზრული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” მარტვილის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა დატოვა.
ბურჭულაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ლაშა კოკაიამ, დიმიტრი წულაიამ, ზაზა მიქავამ, მარიამ ძაძანიამ და გურამ დღვილავამ მიიღო.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი წევრები წასვლის მიზეზად პარტიის იდეოლოგიის ცვლილებას ასახელებენ. მათი განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის დატოვებას პარტიის სხვა წევრებიც გეგმავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „ქართულო ოცნებას“ შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები