ზელენსკიმ სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ლიდერი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
ზელენსკიმ შეხვედრას „გულწრფელი და კონსტრუქციული“ უწოდა და მისი თქმით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას სიღრმისეულ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რათა ერთობლივი სამოქმედო გეგმა განიხილონ.
„მადლობას ვუხდი დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურორს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა მხოლოდ კონსტრუქციულად იმუშავებდა.
ვხედავთ, რას ელის ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტებისგან – უზრუნველყოფილ სამართლიანობას და თითოეული ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. ჩვენ განვიხილეთ აუცილებელი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებდა თითოეული ინსტიტუტის მუშაობას, მოაგვარებდა არსებულ წინააღმდეგობებს და აღმოფხვრიდა საფრთხეებს. ყველა ერთად იმუშავებს. პოლიტიკურ დონეზე ჩვენ მხარდაჭერას გავუწევთ”,- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.