ლევან მაჭავარიანი: როდესაც კითხვას ვსვამთ, კონკრეტულად რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული საქმე ამაზე პასუხი ფიზიკურად არავის გააჩნია
“როდესაც კითხვას ვსვამთ, კონკრეტულად რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული საქმე ამაზე პასუხი ფიზიკურად არავის გააჩნია,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
“პარალელის გავლება ძალიან მარტივია, ეს არის Deep state-ის აპრობირებული მეთოდი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაშიფრულია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონმა გაბარტმა მტკიცებულებები გადასცა იუსტიციის დეპარტამენტს და იწყება გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპს 2016 წელს შეთითხნილად აბრალებდნენ, თითქოს რუსეთთან რაღაც კავშირები ჰქონდა და რუსული სპეცოპერაციით ჩატარდა ის არჩევნები. ასეთი ჩვენ ძალიან ბევრი გვინახავს, პირველ რიგში, საქართველო უნდა მოვიყვანოთ ამის მაგალითად, როდესაც 2011 წლიდან, რაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში შემოვიდა, მას შემდეგ მიმდინარეობს ზუსტად ანალოგიური ტიპის პროპაგანდა Deep state-ის აგენტების მხრიდან, როგორც ევრობიუროკრატების მხრიდან, ისე შიდა აქტორების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს რაღაც რუსული კავშირები. როდესაც ჩვენ კითხვას ვსვამთ, კონკრეტულად, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” ამ 11 წლის განმავლობაში რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ამაზე პასუხი ფიზიკურად პასუხი არავის არ გააჩნია,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.