რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების, ბალტიის და კასპიის ზღვების წყლებში ოპერატიული წვრთნების, „ივლისის ქარიშხლის“ ჩატარება დაიწყეს – ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„23-დან 27 ივლისამდე, საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ალექსანდრე მოისეევის ხელმძღვანელობით, წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების, ბალტიის და კასპიის ზღვების წყლებში, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანის, ბალტიის ფლოტებისა და კასპიის ფლოტილიის ძალების მონაწილეობით, საზღვაო ძალების ოპერატიული წვრთნები, „ივლისის შტორმი“ ტარდება. წვრთნებში 150-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, 120 საფრენი აპარატი, 10 სანაპირო სარაკეტო სისტემა, 950 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, წვრთნების მიზანს არასტანდარტული ოპერაციებისთვის საზღვაო ძალების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღის, უპილოტო სისტემების, მოწინავე და თანამედროვე ტიპის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ყოვლისმომცველი გამოყენებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები