ლევან მაჭავარიანი: “მეგობარი აქტი”, რომელიც რეალურად მტრული აქტია, ინერციით მოჰყვება წინა ადმინისტრაციას
,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “მეგობარი” აქტის მიღებას სამი სენატორი: მარკ-ვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი ბლოკავენ.
“მეგობარი აქტი”, რომელიც რეალურად მტრული აქტია, ინერციით მოჰყვება წინა ადმინისტრაციას. მოგეხსენებათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ და იმასაც შეგახსენებთ, რომ პრესსპიკერი მეთიუ მილერი, ფაქტობრივად დღეს არ იწყებდა ჟურნალისტებთან საუბრით ისე, რომ საქართველოზე რაიმე ცრუ ინფორმაცია არ გაევრცელებინა. ამიტომ, ყველაფერი მოდის ინერციით წინა ადმინისტრაციისგან, ამის ავანგარდში დგას ბატონი ჯო უილსონი, რომელიც ჩვეულებრივი ლობისტია. შესაბამისად, მისი შესასრულებელი დავალება არის ის, რომ ეს აქტი რამენაირად სრულყოფაში მოიყვანოს. ბატონ ტრამპს რომ ჰქონოდა ამ ყველაფრის აღსრულების სურვილი, მას შეეძლო ეს გაეკეთებინა,” – აცხადებს მაჭავარიანი.