დღეს 2025 წლის გამოცდები დასრულდება
დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება.
გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დამთავრდება.
გამოსაცდელები უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდებს ჩააბარებენ.
“თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი‘‘, – აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.