თამარ ზოდელავა – მცირე გრანტების საჯარო კონკურსის პირობებსა და განაცხადის ფორმებზე: საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები
,,საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები”,- ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ, მცირე გრანტების საჯარო კონკურსის პირობებსა და განაცხადის ფორმებზე საუბრისას გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო კონკურსის პირობებისა და საგრანტო განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართების ნახვა დაინტერესებულ პირებს სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე – „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“ შეუძლიათ.
„საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები. ეს დანართები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიძიონ სააგენტოს სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე – „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. აქ ჩვენ განვათავსეთ ყველა დანართი და შესაბამისად შეუძლიათ ჩამოტვირთონ და ნახონ როგორც საჯარო კონკურსის პირობები, ასევე ის დანართები, რომელიც უნდა შეავსონ და სავალდებულოა, რომ წარუდგინონ სააგენტოს, იმისათვის, რომ მსჯელობა გაიმართოს და საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.