ნიკოლ ფაშინიანი ხვალ რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, 24 ივლისს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბუნებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში გორნო-ალტაისკში გაიმართება, მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მანამდე რუსეთის კაბინეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მონაწილეობისთვის სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები