შორაპნის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა

შორაპნის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეფერხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მიმდებარე ტერიტორიაზე გზა უკვე თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები