პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ სირიის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ სირიასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც პუტინმა ჟურნალისტებს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში განუცხადა, „სირიაში მშვიდობის დამყარება აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი მიზანია“.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, ექსპერტები თანხმდებიან, რომ შეთანხმება ძალზე არამყარია და საბრძოლო მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან სირიის საკითხზე მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს მხოლოდ ვაშინგტონის მიერ ტექსტის გავრცელების შემდეგ გაასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები