შსს-ს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიაში უმასპინძლეს.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილეებმა დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ორივე მხარემ წარმოადგინა სპეციალური პრეზენტაციები, სადაც საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავი უწყებების სტრატეგიაზე, რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, შემუშავდა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები