რუსთავში მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა – „პურს ვჭამდით, ერთად”…

60 წლის მამაკაცმა, რომელიც მეგობრებთან ერთად რუსთავში რაჭულ დუქან „გომრულაში“  ქეიფიბდა, თავი შეუძლოდ იგრძნო, გარეთ გავიდა და გარდაიცვალა.
სამართალდამცავებისთვის გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. იგი 60 წლისაა და რუსთავის მკვიდრია.
„პურს ვჭამდით ერთად და ღვინოს ვსვამდით. ცოტა ხნის შემდეგ თქვა, რომ ცუდად ვარო და გარეთ გავიდა. ასე ვქეიფობთ ხოლმე ხან დღე ხან – ღამე“, – აცხადებს გარდაცვლილის ერთ – ერთი მეგობარი.
გარდაცვლილი დუქანთან ახლოს, ლეონიძის სკვერში იპოვეს.
ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო – სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები