საფრანგეთში ძლიერი აფეთქება მოხდა
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ამჟამად აფეთქების ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს პარიზში და მიმდინარე წელს ნიცაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული.