თეთრიწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თეთრიწყაროს რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა.
მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თეთრიწყაროს შესასვლელთან მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). გარდაცვლილს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მამაკაცი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანის მკვიდრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები