მანანა კობახიძე: გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” გავლენები საბოლოოდ დასრულდება
წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა “2030”-ში სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრები გადაწყვეტილებებს კანონიდან გამომდინარე მიიღებენ.
“ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება. პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა კობახიძემ.