თინა ხიდაშელი ონკოლოგიურ დაავადებებზე საუბრობს – შარშან დამისვეს ეს დიაგნოზი…

შარშან ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ჭიათურასა და ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადებების პრობლემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ეს თემა მისთვის ახლობელია, ამიტომაც ყველაზე უფრო უკეთესად იცის მისი შედეგებიც, მიზეზებიც და პრობლემების მოგვარების გზებიც.
„ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით ახლობელია. მე თვითონ შარშან დამისვეს ეს დიაგნოზი და ამიტომ ყველაზე უფრო უკეთესად ვიცი მისი შედეგებიც, მიზეზებიც და პრობლემების მოგვარების გზებიც”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები