შსს-ს აკადემიის არქივმა საგურამოში წიგნის და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის პროექტის – „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად!“ ფარგლებში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ამავე არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია“ და წიგნის – „არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში შსს-ს არქივში დაცული, წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული მასალების საფუძველზე მომზადებული სხვადასხვა საინტერესო სტატია და ნარკვევია წარმოდგენილი, რომლებიც გასულ საუკუნეში რეგიონში მომხდარ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს.
პრეზენტაციას შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები