კახა კალაძე: ვიძლევით პირობას, რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა

“4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა”, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში გააკეთა.
”ჩვენ ვერ დავემსგავსებით ოპონენტებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ვერ დავიწყებთ ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იქნება. არის მიმართულებები, რისი გაკეთებაც შესაძლოა გართულდეს. ამაზე არ უნდა მოვერიდოთ საუბარს, რადგან ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ვიძლევით პირობას, რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად გახსნილი ინფრასტრუქტურა, თვისობრივად გახსნილი ტურისტული მიმართულებები”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები