რა წერილს წერს ნათელაშვილი კობზონს – “თქვენთან შეხვედრა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო”

საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, იოსიფ კობზონს წერილს უგზავნის:
„პატივცემულო იოსიფ დავიდოვიჩ! მსურს გულწრფელად გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და გამოვხატო დიდი პატივისცემა თქვენ მიმართ. საქართველოში ქედს იხრიან თქვენი ტალანტის წინაშე.
მე დღემდე ვიმყოფები სასიამოვნო ემოციების ქვეშ მოსკოვში თქვენთან გამართული ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ და საკუთარ თავს უზომოდ ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, ვინაიდან თქვენთან შეხვედრა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზრდება. კიდევ ერთხელ,ნება მომეცით, თქვენდამი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო და დიდი მადლობა გულთბილი შეხვედრისთვის.
საუკეთესო სურვილებითა და მომავალი შეხვედრების იმედით,
გულწრფელად თქვენი შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე“, ნათქვამია წერილში.
1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები