ნათელაშვილის წერილი ჟირინოვსკის: “მსურს უდიდესი ნდობა გამოვხატო თქვენი ნამდვილი პატრიოტული პოლიტიკური ძალის მიმართ”

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს უგზავნის:
„პატივცემულო ვლადიმერ ვოლფოვიჩ! “ლეიბორისტული პარტიის” სახელით მსურს უდიდესი ნდობა გამოვხატო თქვენი ნამდვილი პატრიოტული პოლიტიკური ძალის მიმართ.
“ლეიბორისტული პარტია” სრულად იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ჭეშმარიტ პატრიოტულ ძალებს შეუძლიათ ამ ქვეყნების გადარჩენა გლობალიზმის ექსპანსიისგან, რომელიც ეროვნულ კულტურას, ეროვნულ ეკონომიკასა და ტრადიციული საზოგადოების საფუძველს ანადგურებს.
ჩვენთვის დიდი პატივია პატრიოტული ძალების ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად თქვენი მოწვევის მიღება.
ამასთანავე, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური პროცესის განვითარების მხრივ ბუნდოვანი სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.
ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი “ლეიბორისტულ პარტიას” გადაწყვეტილების მისაღებად ერთ თვეს მისცემს.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, ასევე თქვენთან და თქვენს კოლეგებთან შეხვედრით, ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ და მომავალი კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედს ვიტოვებთ.
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე“.
1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები