“ცესკო სანდო ინსტიტუციად ჩამოყალიბდა”

„ყველა შეთავაზებასა და სერვისს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს, უფრო თანამედროვე, უფრო პროგრესული, რაც, შესაბამისად,არჩევნების პროცესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“- აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი.
მისი თქმით, ცესკომ შეძლო და სანდოობის გარკვეულ დონეს მიაღწია. რაც საქართველოში ჩატარებული ბოლო, რამდენიმე არჩევნებიც მოწმობს. „საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებები იყო პოზიტიური. მაგრამ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს უფრო კარგი“- დასძენს გიორგი ჯავახიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ცესკოს ერთ-ერთ, ძირითად მიმართულებად, საჯაროობას ასახელებს.
„ის, ინფორმაცია და გამოცდილება, რაც გროვდება აქ, თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ჩართული მხარისთვის. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის, შევთავაზოთ ყველას თანაბარი გარემო, თანაბარი პირობებით. მაგალითისთვის, შევქმენით ყველა მაჟორიტარული ოლქის ელექტრონული რუკა, რომელიც გადავეცით ყველა ჩართულ მხარეს. აღნიშნული რუკები, ასევე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. მსგავსი ტიპის ინფორმაცია, ჩართულ მხარეებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას უადვილებს. საარჩევნო ადმინისტრაციას კი, თავის მხრივ საარჩევნო პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში ეხმარება“.
ბოლო კვლევების საფუძველზე, მოქალაქეებმა ცესკო, სანდო ინსტიტუციად დაასახელეს. გიორგი ჯავახიშვილის განმარტებით: „ჩვენ ძალას არ ვიშურებთ,რაც შეიძლება მეტი სერვისი შევქმნათ, რაც შეიძლება, ღია და გამჭირვალე ვიყოთ, იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს, სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით.
ელექტორატმა უკვე იცის, რომ სწორედ ინფორმირებული საზოგადოება აკეთებს იმ არჩევანს, რაც მნიშვნელოვანია, მისთვის და მისი ქვეყნისთვის“.
შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს, მზად ცესკო, „თავდასხმის“ შემთხვევაში შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა და იყოს ერთნაირი, ყველა საარჩევნოსუბიექტთან გადაწყვეტილების მიღების დროს?- გიორგი ჯავახიშვილის თქმით, ცესკომ შეძლო და ეს, არაერთხელ დაამტკიცა.
„ჩვენ ამჯერადაც ვიქნებით ნეიტრალურები, ნებისმიერ მძაფრ სიტუაციაში. ჩვენი მოწოდებაა, რომ თუ სადმე, რაიმე სახის კონფლიქტი მოხდება,ყველაფერი ვიღონოთ უახლოეს ვადებში მის გასანეიტრალებლად. სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ, სადამკვირვებლოორგანიზაციებს შორის ქცევის კოდექსს მოეწერა ხელი, რომლის შესრულებაც ერთობ მნიშვნელოვანია. ამ დოკუმენტით ჩვენ ვთანხმდებით, რომდავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას, ასევე ვიქნებით მაღალი ეთიკისა დასტანდარტების მქონე, როგორც ადმინისტრატორები, ისე დამკვირვებლები“.
მოგეხსენებათ, არჩევნებს აქვს თავისი პოლიტიკური ნაწილიც, რომელზეც პოლიტიკური პარტიები არიან პასუხისმგებელი, ამომრჩეველთანურთიერთობაში და არა, საარჩევნო ადმინისტრაცია. „ცესკოს ევალება, ყველას კარგად გავაგებინოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოახლოებულიარჩევნებით გვაქვს და ჩვენ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რადგან არჩევნებით იწყება და მთავრდება დემოკრატია“- აღნიშნა გიორგი ჯავახიშვილმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები