ბიძინა ივანიშვილი: მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო

“დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო. დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი. მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. “უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო”. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა. ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, არ დაგიმალავთ. კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც. ძალიან წესიერი პიროვნებაა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები