საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება

დღეს ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შუაგულში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”.
60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 
 გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის ესაჭიროება.
სტუდენტთა პირველ ნაკადის მიღება 2019 წელს იგეგმება.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი “ქართუ”.
ორივე მეგაკომპლექსი  სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სახელმწიფო დაწესებულება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები