შს მინისტრი: თვის ბოლოს მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თვის ბოლოს მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრი გაიხსნება, რაც მისი თქმით, სამართალდამცველებს საქმიანობას გაუმარტივებს და კრიმინალთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. შესაბამისი განცხადება, შს მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„რამდენიმე დღეში, ამ თვის ბოლოს ვხსნით მაღალტექნოლოგიურ ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს. ამ პროექტზე ჩვენ დაახლოებით 6 თვეა ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ გაგვიჟღერებია ფართო აუდიტორიის წინაშე. ეს არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა, ეს არის რევოლუციური პროექტი. ეს გულისხმობს ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის სისტემების განვითარებას ქვეყნის მასშტაბით. ვიდეოკამერები აღჭურვილია ანალიტიკური პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს როგორც პოლიციელს თავის საქმიანობას, ასევე საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მღებრიშვილის თქმით, ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ტექნოლოგიებია დანერგილი, დანაშაულის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები