გიორგი კვირკაშვილი: მტკიცედ გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ საუკუნის ბოროტებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2001 წლის 11 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თანამედროვეობის ისტორიაში. უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ იყო მიმართული, შეცვალა მსოფლიო. ამ ტრაგიკულმა დღემ გააერთიანა ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეები. ჩვენ არასოდეს დავთმობთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს და მტკიცედ გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ საუკუნის ბოროტებას“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები