ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დამწვარია ავტომობილი

თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხიდის ქვეშ ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
“კვირას“ ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები