მერაბ ტურავა: გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კარგი შენაძენია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნას პოზიტიურად აფასებს. ტურავა დარწმუნებულია, რომ ორივე მათგანი უფლებამოსილებას თავს ღირსეულად გაართმევს.
“ქალბატონ ირინას და ბატონ გიორგის ვუსურვებ დიდ წარმატებას როგორც სამოსამართლეო საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ეს ორი მოსამართლე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კარგი შენაძენი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
ტურავამ აღნიშნული განცხადა ბათუმში გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ახალი წევრი დანიშნა. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები