საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდი ჩამოდგება

უახლოეს მომავალში ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდი ჩამოდგება. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას. ბათუმში ჩამოდგება სამხედრო ხომალდი. ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობით გამსჭვალულ ისტორიულ პარტნიორობას”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.  დაგეგმილია ასევე საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები