მოსკოვის სასამართლომ შს პოლკოვნიკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლომ შს პოლკოვნიკს, დიმიტრი ზახარჩენკოს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ზახარჩენკო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის ბრალდებული – „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება“, „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“ და „გამოძიებისთვის ხელის შეშლა“.
გამოძიების ინფორმაციით, ზახარჩენკოს დის ბინის ჩხრეკისას 9 მილიარდი რუბლი ამოიღეს. თავად ზახარჩენკო აცხადებს, რომ იმ ბინაში არც ერთხელ არ ყოფილა. გარდა ამისა, გამოძიება შს პოლკოვნიკს 7 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაშიც ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები