პოროშენკო – უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. პოროშენკომ მოსკოვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.
ამ ფაქტის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის კიევიდან ოფიციალური შეტყობინებას ელოდება და და იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ახსნის.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა საერთაპორისო დამკვირვებლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე დუმის არჩევნებზე დამკვირვებლები არ გააგზავნონ, ვინაიდან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები