“განცხადება, რომ ლაგაზიძემ პარტია “ნაცმოძრაობის” სატელიტებთან შეერთების გამო დატოვა, სიცრუეა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, სიცრუეა მოსაზრება, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პარტია „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებთან შეერთების გამო დატოვა.
ადამაშვილი სვამს კითხვას, თუ ლაგაზიძე აცხადებს, რომ პარტია „ნაცმოძრაობის“ სატელიტებთან კოალიციაში შესვლის გამო დატოვა, ასეთ შემთხვევაში, ლაგაზიძემ „სახელმწიფო ხალხისთვის“ რატომ დატოვა გირჩთან და ვაშაძის პარტიასთან შეერთებიდან ერთი თვის შემდეგ, და არა მეორე დღესვე, როგორც ეს მერაბ მეტრეველმა გააკეთა.
“პოზიციის“ ხელმძღვანელის თქმით, როცა გაიგო ლაგაზიძემ, რომ აღნიშნული პარტიები უერთდებოდნენ ბურჭულაძეს, „კეთილი ენება და დაეტოვებინა პარტია, რაც ეჭვსაც არ გააჩენდა“.
„აქ ჩნდება კითხვა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ხათუნა ლაგაზიძეს ჰქონდა გარკვეული მოთხოვნილებები, რაც მათმა კოალიციურმა რეჟიმმა არ დააკმაყოფილა, რამაც აიძულა ის პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა პარტია. შემდგომ ჩვენ ვნახეთ მისი განცხადება, რომ მან პარტია იმიტომ დატოვა, რომ ნაცმოძრაობის სატელიტები შეუერთდნენ, რაც სრული სიცრუეა. თუნდაც იგივე ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ როდესაც კოალიციაში გავწევრიანდით, ერთადერთი ადამიანი იყო მეტრეველი, რომელმაც პარტია დატოვა, ხოლო ლაგაზიძე ოვაციებით შეხვდაო.
აღნიშნული მაგალითი ოისებ ხიმშიაშვილთან მიმართებითაც მინდა მოვიყვანო, როდესაც ხიმშიაშვილმა გაიგო, რომ ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიები უერთდებოდნენ ბურჭულაძის პარტიას, მან პარტია დატოვა, ხოლო ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების პროექტია, თუმცა დღეს ქალბატონი ფაქტობრივად, იგივეს იმეორებს“,- აცხადებს ადამაშვილი “პირველპრესკლუბში“.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არჩევნების ბოლომდე არჩეული პარტიის იდეოლოგიის ერთგულნი დარჩნენ და საზოგადოებაში დაბნეულობა არ შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები